Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოპოზიციის ლიდერი პირობას დებს, რომ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება


ირანში ოპოზიციის ლიდერმა, მეჰდი ქარუბიმ დღეს პირობა დადო, რომ განაგრძობს ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული, მისი თქმით, „სკანდალის“ გამო. საქმე ეხება გასული წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელში გამარჯვებულადაც მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოცხადდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გამო პროტესტს გამოთქვამს. ქარუბი ღია წერილში, რომელიც მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, აკრიტიკებს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და გმობს მთავრობას პროტესტის მონაწილეების დაპატიმრებისა და არეულობის დროს დახოცილებით, მისი თქმით, „სასაფლაოების გავსების“ გამო. მისი ღია წერილი გავრცელდა თეირანში დემონსტრაციის დროს მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნედა აღა-სოლტანის გარდაცვალების ერთი წლის თავზე. ნედას სიკვდილი, რომლის ვიდეოჩანაწერიც ინტერნეტით მთელმა მსოფლიომ ნახა, ირანში საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
XS
SM
MD
LG