Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ბალკანეთის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს


სტამბოლში რეგიონულ სამიტზე შეიკრიბნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ათზე მეტი ქვეყნის ლიდერები. სამიტის გახსნაზე გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა შეკრებილებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ ერთმანეთთან მეტოქეობას და აჩვენონ, რომ მათი ქვეყნები „ევროპის ახალგაზრულ, დინამიურ და ენერგიულ სახეს“ ქმნიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესს (SEEP) საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს, რეგიონში სტაბილიზაციის ხელშესაწყობად. ჯგუფში შემავალი ოთხი ქვეყანა - ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და სლოვენია ევროკავშირის წევრები არიან, ხორვატია და თურქეთი კი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, მოლდავეთი, ჩერნოგორია და სერბია.
XS
SM
MD
LG