Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკომპანია ”აირზენა” რუსეთისგან ჩარტერულ რეისებზე ნებართვას ითხოვს


ავიაკომპანია ”აირზენა” რუსეთისგან კვლავ ჩარტერული რეისების შესრულების ნებართვას ითხოვს - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება. მას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოდან აცნობეს, რომ ”აირზენა” მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისის დანიშვნას თბილისის გარდა, ქუთაისიდანაც ითხოვს. განაცხადში საუბარია ავიარეისების შესრულებაზე დონის როსტოვის, სამარის და ეკატერინბურგის მიმართულებითაც და ასევე, ბათუმი-სოჭის რეისზე. რია-ნოვოსტის ცნობით, ავიაკომპანია ”აირზენა” ოფიციალურ განაცხადში აღნიშნავს, რომ პირდაპირი რეისების შესრულების აუცილებლობას საქართველოსა და რუსეთის ხალხთა ინტერესი განაპირობებს.
XS
SM
MD
LG