აშშ-ის შეირაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ მაიკ მალენის თქმით, ირანი გააგრძელებს ბირთვული იარაღისკენ სწრაფვას მაშინაც, თუკი სანქციები მის მიმართ გაძლიერდება. მალენის თქმით, განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის და არ არის საფუძველი ირანის მიმართ ნდობისა, როცა ის ამტკიცებს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა აქვს. მალენისვე თქმით, ირანის მიმართ სამხედრო ქმედება რეგიონის განსაკუთრებულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, და დასძინა მალენმა, ის ფიქრობს, რომ აშშ-ის მოკავშირე ისრაელს, ეს ესმის.
ყველაზე პოპულარული
1