ავღანეთში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ მომავალი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ძალები ყანდაარის სამხრეთით განახორციელებენ, იქნება გადამწყვეტი და საბოლოოდ გაარკვევს ქვეყანაში შეიარაღებული დაჯგუფებების ბედს. მაკკეინმა გააკრიტიკა ავღანეშთი კორუპციის არსებობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პრობლემების 70 პროცენტში სწორედ კორუფციის მაღალი დონით არის გამოწვეული.