Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი კვლავ მოსთხოვს ბელორუსიას ბაკიევის ექსტრადიციას


ყირგიზეთი კიდევ ერთხელ გაუგზავნის ბელორუსიას მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის - ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციის შესახებ. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილის აზიმბეკ ბეკნაზაროვის განცხადებით, მინსკის უარი ბაკიევის ექსტრადიციაზე იმით იყო დასაბუთებული, რომ ყირგიზეთში ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები არ არსებობდა. თუმცა, ივნისის ბოლოს გამართული რეფერენდუმის შედეგად, როზა ოტუნბაევა კანონიერი პრეზიდენტია.
XS
SM
MD
LG