აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივ პარლამენტს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებზე რეაგირება დაავალა. სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია ჰილარი კლინტონის განცხადებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და ოკუპაციის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ დღეს, სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელ კოლეგებს არ სურთ აღიარონ რეალობა, კერძოდ ის, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთში შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, ქვეყანას კი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი მართავენ.
ყველაზე პოპულარული
1