Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ ჯაშუშობაში ბრალდებული ვენაში გააფრინეს


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით იგორ სუტიაგინი - რუსი მეცნიერი, რომელიც აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვისაა გასამართლებული - ვენაში გააფრინეს. „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ იუწყებიან, რომ მეცნიერის ადვოკატმა, ანა სტავიცკაიამ თქვა - სუტიაგინმა ოჯახს ვენიდან დაურეკა და ჩასვლის შესახებ აუწყაო. ეს შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი რუსეთსა და ამერიკას შორის ჯაშუშების გაცვლის პროცესისა.
XS
SM
MD
LG