Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერი იგორ სუტიაგინი, რომელიც რუსეთის ჯაშუშებში გაცვალეს, ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება


მეცნიერი იგორ სუტიაგინი, რომელიც ვენაში დანარჩენ სამ პირთან ერთად გაიცვალა ათ რუს ჯაშუშში, ამჟამად ლონდონის მახლობლად პატარა ქალაქში იმყოფება. ამის შესახებ მეცნიერის ძმა და ადვოკატი იტყობინებიან. მათი თქმით, სუტიაგინმა დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ ჯერჯერობით არ მოეპოვება ბრიტანეთის ვიზა. ამიტომ გადაადგილება არ შეუძლია. მანამდე არ იყო ნათელი სუტიაგინის ადგილსამყოფელი და მისი ოჯახი შიშს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ვერ ამყარებდა მასთან კავშირს.
XS
SM
MD
LG