Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგანდის მთავრობის განცხადებით, აფეთქებები, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს


უგანდის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს აფეთქებები, რომლებმაც უგანდის დედაქალაქის ორ რესტორანში, სულ ცოტა, 64 ადამიანი შეიწირა. როგორც მთავრობის პრეს-მდივანმა, ფრედ ოპოლოტმა განაცხადაბ „არის ამის ნიშნები - ორი ადამიანია ეჭვმიტანილი თვითმკვლელ მოიერიშეებად, მაგრამ ამის დადგენა მოცემულ ეტაპზე ჯერ შეუძლებელია“. აფეთქებები კვირას საღამოს მოეწყო ორ რესტორანში, რომლებში მყოფი ხალხიც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უყურებდა. დაღუპულებს შორის არიან უცხოელებიც, მათ შორის ერთი ამერიკელი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. პოლიციას ეჭვი აქვს სომალიში მოქმედ გასამხედროებულ ჯგუფ "ალ-შაბაბზე", რომელიც "ალ-ყაიდას" უცხადებს მხარდაჭერას. აფეთქებები დაგმო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG