გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში ჩავიდა რუსეთის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. შეხვედრა რუსეთ-გერმანიის სახელმწიფოთაშორისი კომისიის ფარგლებში შედგება. როგორც დმიტრი მედვედევის მრჩეველი სერგეი პრიხოდკო მედიასთან საუბრისას აცხადებს, განხილვის მთავარი საკითხები იქნება ევროპის უსაფრთხოება, რუსეთის თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, ასევე რუსეთ-გერმანიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
ყველაზე პოპულარული
1