Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-იდან დეპორტირებულ იქნა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი კიდევ ერთი აგენტი


შეერთებული შტატებიდან დეპორტირებულ იქნა მამაკაცი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის 12-ე აგენტი იყო აშშ-ში მოქმედ ჯაშუშურ ქსელში. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 23 წლის ალექსეი კარეტნიკოვი შეერთებული შტატებიდან გააძევეს მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ოფიციალური პირის განცხადებით, კარეტნიკოვმა აღიარა, რომ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საიმიგრაციო კანონების დარღვევით და ნებაყოფლობით ამჯობინა დეპორტაცია შეერთებულ შტატებში სასამართლო პროცესს. აგენტების ქსელის ათი წევრი გასულ კვირაში გაცვალეს რუსეთში ბრალდებულ ოთხ ჯაშუშში. მეთერთმეტე აგენტი დააკავეს, მაგრამ თავდებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გაიქცა.
XS
SM
MD
LG