Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა ბერნარ კუშნერის და მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებას მნიშვნელოვანი უწოდა და პარიზს მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერის და ჟენევის დისკუსიისადმი კონსტრუქციული პოზიციის გამო. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ის მადლობელია იმისთვისაც, რომ ბერნარ კუშნერმა ადრეც არაერთხელ და დღევანდელი გამოსვლის დროსაც ახსენა სიტყვა ოკუპაცია. ”ეს აძლევს იმედს 500 ათასამდე დევნილს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან ეთნოწმენდის შედეგად გამოყარეს, იფიქრონ დაბრუნებაზე და ეს აძლევს საქართველოს მომავლის და განვითარების პერსპექტივას” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG