Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამს


სამხრეთი კორეა გამოთქვამს მზადყოფნას გამართოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის პროვოკაციულ ზრახვებზე, აღნიშნულის შესახებ აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემზე აღმოსაველთ აზიის საკითხებში. მისივე განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ აუცილებლად უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, სანამ სამხრეთი კორეა და შეერთებული შტატები მათთან დიალოგს დაიწყებენ: ”ჩვენ ვემზადებით ჩრდილეოთ კორეასთან დიალოგისათვის. მაგრამ როგორც სამხრეთი კორეის პრეზიდენტი ლიი მიუნ ბაკი აცხადებს, ჩვენ დიალოგს მხოლოდ დიალოგისათვის არ ვაპირებთ. უნდა არსებობდეს მკაფიო გადაწყვეტილება იმისა, რომ ჩრდილოეთი კორეა უარს იტყვის პროვოკაციებზე და აირჩევს გზას, რომელიც მიმართული იქნება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისაკენ”, - აცხადებს კემპბელი.

XS
SM
MD
LG