Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებების შედეგად ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აღმოსავლეთ ავღანეთში მოწყობილმა აფეთქებამ ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ნატოს ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთში, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგადაც. სამხრეთშივე, პარასკევს დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ცნობებში არ არის დაზუსტებული ამ სამი მსხვერპლის მოქალაქეობა.
XS
SM
MD
LG