Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი გამოდის მოწოდებით, დაჩქარდეს ღაზის სექტორის ბლოკადის შემსუბუქების პროცესი


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი, ისრაელს მოუწოდებს, დააჩქაროს ღაზის სექტორის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადის შემსუბუქება. ამ მოწოდებით ეშტონი ღაზაში, გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასის" მიერ მართულ ტერიტორიაზე ვიზიტის დაწყებამდე გამოვიდა პალესტინელების პერმიერ-მინისტრ სალამ ფაიადთან ერთად რამალაჰში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ეშტონი რეგიონში მოგზაურობს პალესტინელებსა და ისრაელს შორის მოლაპარაკების განახლების მისაღწევად. ღაზაში მისი ვიზიტი არ ითვალისწინებს "ჰამასის" ლიდერებთან შეხვედრებს. კვირას ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამნი ნეთანიაჰუს და რამდენიმე მინისტრს შეხვდება.
XS
SM
MD
LG