Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BP-მ 24 საათით გააგრძელა მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე დამაგრებული სარქვლის გამოცდა


ნავთობკომპანია British Petroleum-მა (BP) გააგრძელა მექსიკის ყურეში, ზღვის ფსკერზე დაზიანებულ ჭაბურღილზე დამაგრებული სარქვლის გამოცდა, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 48 საათი უნდა გაგრძელებულიყო. სარქვლის მეშვეობით პირველად მოხერხდა წყალში ნავთობის ჩაღვრის შეჩერება. თედ ალენმა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ გასაწმენდი სამუშაოების ხელმძღვანელობა დაავალა, განაცხადა, რომ გამოცდა კიდევ 24 საათით გაგრძელდა იმის დასადგენად, გაუძლებს თუ არა სარქველი წნევას. თუ გახანგრძლივებული გამოცდაც წარმატებული აღმოჩნდა, ჭაბურღილს ისევ დააკავშირებენ გემებთან წყლის ზედაპირზე, ნავთობის ამოსატუმბად, სანამ ჭაბურღილს საბოლოოდ დალუქავენ - ანუ, ჩატარდება სამუშაოები, რომლებიც, BP-ის გეგმით, აგვისტოში უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG