ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა დღევანდელი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ საინთიაში ჩქარი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა სადგურში მდგარ შემადგენლობას. შტატის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სარკინიგზო ავარია დაუდევრობამ გამოიწვია, არა საბოტაჟმა. მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა დასავლეთ ბენგალში. მაისში, სულ ცოტა, 145 ადამიანი დაიღუპა კატასტროფაში, რომელზე პასუხსიმგებლობაც ხელისუფლებამ მაოისტ მეამბოეხებს დააკისრა. მაოისტებმა ბრალდება უარყვეს.
ყველაზე პოპულარული
1