Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცველთა ცნობით, დაკავებულია გამომძალველთა ჯგუფი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი და გამოვლენილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც, თითქოსდა ავტოსადგომების მომსახურების მოწესრიგების მიზნით, შექმნილი ჰქონდათ შ.პ.ს ''ავტოპარკინგი'' და მუქარის გამოყენებით ფულს სძალავდნენ ავტოსადგომების მორიგეებს. ამ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის ივნისში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილების ავტოსადგომების მორიგეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საპატრულო პოლიციას. დაკავებული 4 პირი მიცემული არიან პასუხისგებაში ”საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის III ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.”
XS
SM
MD
LG