Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მცდელობა ჩაიშალა


ჰოლანდიის მთავრობის განცხადებით, ჩაიშალა სამთავრობო კოალიციის შექმნის მცდელობა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რომ გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა აშკარა უპირატესობა. ხუთი პარტია რამდენიმე კვირის მანძილზე ამაოდ ცდილობდა შესაძლო კოალიციაზე მოლაპარაკებას. 9 ივნისის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერგო თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიას, მაგრამ მისმა ლიდერმა, მარკ რუტემ ვერ შექმნა კოალიცია, რომელსაც უმრავლესობა ექნებოდა პარლამენტის ქვედა, 150-ადგილიან პარლამენტში.
XS
SM
MD
LG