აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ უკვე მიღებულ კანონს საფინანსო სექტორის რეფორმის შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალურად „უოლ-სტრიტის რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის კანონი“ ეწოდება, საფინანსო ბაზრებზე სარისკო ოპერაციების წარმოებას ზღუდავს, მსხვილ ბანკებზე მეთვალყურეობის მექანიზმებს აწესებს და მომხმარებელთა დაცვის ახალი ზომები შემოაქვს. ამასთან, იზღუდება საკრედიტო ბარათების კომპანიების მიერ გატარებული, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ზომები. ობამამ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ კანონის მიზანია ისეთი კრიზისის გამეორების არდაშვება, რომელიც 2 წლის წინ მოხდა. ამ კანონის ამოქმედებით 1930-იანი წლების შემდეგ აშშ-ს საფინანსო ინდუსტრია ყველაზე მასშტაბურ რეფორმას დაექვემდებარება. რესპუბლიკელმა ლიდერებმა კანონი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ის ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.
ყველაზე პოპულარული
1