Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ციხიდან 4 ტერორიზმში ბრალდებული გაიქცა


ერაყის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ორი დღის წინ ბაღდადის მახლობლად მდებარე ციხიდან გაიქცა 4 პატიმარი, რომელიც ერთი კვირის წინ აშშ-მა გადასცა ერაყს. გაქცეულ პირებს ალ ყაიდასთან აქვთ კავშირი. მათ ტერორიზმში ედებათ ბრალი და სასამართლოში უნდა წარმდგარიყვნენ. პატიმრებთან ერთად გაუჩინარდა ციხის იმ ბლოკის ზედამხედველი, სადაც ეს პატიმრები იმყოფებოდნენ. ადრე ისინი ”კემპ კროპერის” ციხეში 1500 პატიმარს შორის იყვნენ და 15 ივლისს აშშ-მა ისინი ერაყს გადასცა.
XS
SM
MD
LG