Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია იწუნებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას


საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ საბაზისო ვარიანტს ქვეყანაში ერთპარტიული დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. როგორც დღეს ბრიფინგზე კომისიის წევრებმა განაცხადეს, ცვლილებები ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებს პარლამენტს, როგორც დღემდეა. ამასთან, კომისიისთვის შემაშფოთებელია, რომ პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მთავრობამ ადვილად შეიძლება გამოიყენოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის საბაბად. საზოგადოებრივი კომისიის წევრთა აზრით, ასეთი დებულებით პარლამენტს ეზღუდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობა, ხოლო პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოება კვლავაც რჩებიან კონსტიტუციური ბერკეტების გარეშე, განახორციელონ მთავრობის საქმიანობის კონტროლი. როგორც “მედიანიუსს” კომისიის წევრმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა, მიუღებელია ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორების დანიშვნის დაკანონებაც, რომელიც თვითმმართველობის იდეას იმთავითვე გამორიცხავს. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოდან ინიცირებული კონსტიტუციის ახალი პროექტი გამოითხოვოს პარლამენტიდან და საზოგადოებას დოკუმენტზე მსჯელობისა და შეფასებისათვის რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს.
XS
SM
MD
LG