Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სასამართლომ გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 102 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა


თურქეთში სასამართლომ 102 პირის - მათ შორის სულ მცირე 3 გადამდგარი სამხედრო მეთაურის - დაპატიმრების ბრძანება გასცა იმ ბრალდებით, რომ ისინი 2003 წელს მთავრობის დამხობას გეგმავდნენ. სასამართლოს განცხადებით, დაკავებულთა პროცესი 16 დეკემბერს დაიწყება სტამბოლთან ახლოს, ქალაქ სილვრიში. ორშაბათს სასამართლომ მთლიანობაში 196 ადამიანს წაუყენა ბრალდება. როგორ მოელიან, პოლიცია ახლა ბრალდებულთა დაკავებას შეუდგება.
XS
SM
MD
LG