Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბრიტიშ პეტროლიუმის” აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს


კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი” აცხადებს, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ტონი ჰეივარდი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობას ტოვებს. ”ბი-პი”-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰეივარდმა ეს გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით მიიღო. ტონი ჰეივარდს შეცვლის ბობ დადლი. ის ამერიკელია და ახლა მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის აღმოფხვრის პროცესს ხელმძღვანელობს. ბრიტანელი ჰეივარდის პოსტიდან წასვლა მოსალოდნელი იყო, რადგან ”ბი-პი” ცდილობს იმიჯის აღდგენას შეერთებულ შტატებში, სადაც ჰეივარდს ხშირად აკრიტიკებენ ნავთობის მასშტაბური გაჟონვის პრობლემის მიმართ არასაკმარისად სერიოზული დამოკიდებულების გამო.
XS
SM
MD
LG