Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი დონორები ყირგიზეთს 1,1 მილიარდი დოლარის დახმარებას დაჰპირდნენ


უცხოელი დონორები 1,1 მილიარდ დოლარს დაჰპირდნენ ყირგიზეთს, ამ ქვეყანაში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირების შემდგომი სტაბილიზაციის ხელშესაწყობად. დონორების ეს დაპირება მოჰყვა ყირგიზეთის თხოვნას, მისთვის მილიარდამდე დოლარით დახმარების შესახებ, რომლითაც მან ბიშკეკში გამართული დონორთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. დაპირებულ თანხას ყირგიზეთს 30 თვის მანძილზე მიაწვდიან. ივნისში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 316 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა. მანამდე ორი თვით ადრე ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი, გადადგომა აიძულა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს. სისხლისმღვრელმა დაპირისპირებებმა მძიმე ზარალი მიაყენა ყირგიზეთის ეკონომიკას, რომელიც წელს, სავარაუდოდ, 5 პროცენტით შემცირდება.
XS
SM
MD
LG