სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვუკ ერემიჩმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ბელგრადში კერძო საუბარი გამართეს ბელგრადის მოთხოვნის გამო, დაიწყოს ახალი მოლაპარაკება კოსოვოს გარშემო. გაეროს ცნობით, მათ იმსჯელეს ბელგრადის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტზე, რომელიც, სერბიის სურვილით, უნდა განიხილოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. რეზოლუცია უკავშირდება საერთაშორისო სასამარლოს დასკვნას, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
ყველაზე პოპულარული
1