Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" აქტიურობას გეგმავს


"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებულ შეკრებას 29 სექტემბერს გამართავს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს წარმომადგენლობითი სახალხო კრების "მოწვევის აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილი ვითარებით არის ნაკარნახევი. ”საქართველოს მოსახლეობას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ღიად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, ხმამაღლა განაცხადოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად დააფიქსიროს, სურს თუ არა შეეგუოს ქვეყანაში გამეფებულ რეჟიმს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG