Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების სარეკორდო რაოდენობის მსხვერპლი აღირიცხა


ივლისში სარეკორდო რაოდენობის მსხვერპლი აღირიცხა ავღანეთში აშშ-ის სამხედროების რიგებში, ავღანეთში თითქმის ცხრა წლის წინ დაწყებული ომის მანძილზე. მიმდინარე თვეში, სულ ცოტა, 63 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მაჩვენებელი ეფუძნება სამხედრო ანგარიშებს, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესმა“ შეაჯერა. აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული გასულ თვეში, როცა ავღანეთში 60 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბოლო თვეებში, საერთოდ, მკვეთრად იმატა ავღანეთში დაღუპული უცხოელი ჯარისკაცების რიცხვმა.
XS
SM
MD
LG