ბაქოში პოლიციამ დაშალა ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი და, გავრცელებული ინოფრმაციით, 100-მდე ადამიანი დააპატიმრა. ანტისამთავრობო აქცია ოპოზიციურმა მუსავათის პარტიამ და სახალხო ფრონტმა გამართეს. დემონსტრანტები თავისუფალ არჩევნებს მოითხოვენ და ცდილობენ, ყურადღება გაამახვილონ აზერბაიჯანში, მათი შეფასებით, სამოქალაქო თავისუფლებების არარსებობაზე. ეუთო ამჟამად აწარმოებს ბაქოსთან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ქალაქის ცენტრში დემონსტრაციების შეზღუდვის გასაუქმებლად.
ყველაზე პოპულარული
1