Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს


ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის მცდელობას ძლიერი ქარი ართულებს. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციაზე დღეს 160-მდე ადამიანი მუშაობდა. სამუშაოებში ვერტმფრენებიც არიან ჩართული. როგორც რეგიონიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილზე მომუშავე მეხანძრეებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძარმა 12 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარი საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას, რადგან ხანძარსა და სოფლის მოსახლეობას შორის მდინარე მიედინება. ბორჯომის ხეობაში ხანძარი შაბათს, 31 ივლისს გაჩნდა. მის ჩაქრობას, ძლიერ ქართან ერთად, ადგილის მიუვალობაც ართულებს.
XS
SM
MD
LG