Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი არასამთავრობოები “სიძულვილის ენის” გამოვლინებას უპირისპირდებიან


არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ლექსიკაში დამკვიდრებულ შეუფერებელ და უხამს სიტყვებს “სიძულველის ენა” უწოდეს და მის ბოლო გამოვლინებად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები დაასახელეს. ლაპარაკია პრეზიდენტის ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზანგები უარყოფით კონტექსტშია იყო მოხსენიებული. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მალე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ე.წ. “სიძულვილის ენის” გამოვლინებებთან ბრძოლისაკენ. არასამთავროების ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს შესწორება, რომლითაც გამკაცრდება პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეების მიერ “სიძულვილის ენის” გამოყენებისათვის.
XS
SM
MD
LG