თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნეების 19 დასახელების წიგნის (სულ 56 ტომი) დაკარგვას 3 აგვისტოს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არავის აპატიებენ ე.წ. რარიტეტული წიგნების მოპარვას, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ამბის ირგვლივ პირველი განგაში ორი წლის წინ სწორედ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ატეხა.
”ვერ ვიტყოდი, რომ ეს წიგნები უნიკალურია და იმდენად რარიტეტული, როგორც ითქვა, თუმცა მათ აქვთ თავისი ღირებულება, ცხადია. მაგალითად, აი, ეს, 1852-53 წლებში გამოცემული სამხედრო ლექსიკონი, ენციკლოპედიური გამოცემა - ეს, შესაძლოა, ვინმე ისტორიკოსს ან კოლექციონერს აინტერესებდეს, მაგრამ ეს არ არის ხელნაწერი ბიბლიო ან სხვა მსგავსი წიგნი ხომ? ასევე, აი, ეს - ქიმიის ტერმინოლოგიის ლექსიკონი... მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ წიგნებს ყდა ჰქონდათ ლამაზი და ამან აცდუნა, ვინც ეს წიგნები წაიღო.”
ამ სიტყვების ავტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მარინა ლომოურისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია რატომ ატყდა ხმაური ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის შესახებ სწორედ ახლა, რადგან თავისთავად ამბავი ჯერ კიდევ 2008 წელს გახმაურდა. სამართალდამცავ სტრუქტურებს მაშინ სწორედ ბიბლიოთეკის ახლანდელმა დირექტორმა, იმ დროს კი დირექტორის მოადგილემ, თამარ ნემსიწვერიძემ მიმართა, როდესაც ბიბლიოთეკაში საეჭვო ვითარება შენიშნა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილი ვაკე- საბურთალოს რაიონის პოლიციისადმი სწორედ 2008 წლით თარიღდება და მასში ვკითხულობთ, რომ სამკითხველო დარბაზის წინ განთავსებული საცავის ხის კარი დაზიანებულია და ადგილზე აღარ არის 1853 წელს გამოქვეყნებული წიგნის სამი ტომი. მალევე უკრაინის საბაჟოზე საქართველოდან გასული წიგნებიც იპოვეს, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნები აღმოჩნდა.
ერთი კვირის წინ კი შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ვაჟა აზარიაშვილი, ზურაბ აღდგომელაშვილი, მერაბ ჭელიძე და 1934 წელს დაბადებული ბიბლიოთეკის დარაჯი კახელი ხოტენაშვილი - დააკავა. ოპერატიულ მასალაში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ მან წიგნებში ჯერ 12 000, მეორე ჯერზე კი 9 000 დოლარი მიიღო. თავად ჯგუფის ხელმძღვანელი აზარიაშვილი კი აცხადებს, რომ მან დარაჯს წიგნებისათვის 19 000 დოლარი გადაუხადა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გარშემო ატეხილ სკანდალში ჩაერთო განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციაც. მისმა ხელმძღვანელმა ირაკლი ანდრიაშვილმა 3 აგვისტოს მოწვეულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ამცნო და თქვა, რომ თითოეული ამ წიგნის ფასი ათეულ ათასობით ევროს აღწევს (ჩვენ შევეცადეთ ამ ინფორმაციის სიზუსტე გადაგვემოწმებინა, მაგრამ უნივერსიტეტში წიგნების რეალური ფასის დასახელება დღეს უჭირთ).
ანდრიაშვილის ინფორმაციით, უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ბიბლიოთეკის დირექტორს თამარ ნემსიწვერიძესაც. მას უნივერსიტეტში დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არა მისი სიფრთხილე, შესაძლოა, ბიბლიოთეკიდან კიდევ უფრო მეტი წიგნი დაკარგულიყოო. მარინა ლომოურის თქმით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სადაც 4 მილიონზე მეტი წიგნია, ახლაც მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის პროცესი, მუდმივად ხდება წიგნების აღწერა და, გარდა ამისა, კარგმა ბიბლიოთეკარმა ყოველთვის იცის რომელი წიგნი სად დევს და რა მდგომარეობაშია.
თავად ბიბლიოთეკის დირექტორი მედიასთან კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს. პრესასთან ურთიერთობას ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლებიც ერიდებიან. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნები კი - უმეტესად, ენციკლოპედიები და ლექსიკონები - ბიბლიოთეკას გამოძიების შემდეგ დაუბრუნდება. საქმე სსკ-ის 117-ე და 180-ე მუხლებითაა აღძრული და დამნაშავეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.