Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ ეთანხმება, მტკიცებას, რომ კოალიცია ავღანეთში მარცხდება


თეთრმა სახლმა დღეს უარჰყო პაკისტანის პრეზიდენტის მტკიცება, თითქოს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოლაცია აგებდეს ომს ავღანეთში. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა ამის პასუხად თქვა, რომ ბარაკ ობამა, რომელიც ორ დღის წინ ავღანეთში პროგრესზე საუბრობდა, - კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პაკისტანის პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარის ამ მოსაზრებას. სამშაბათს ფრანგულ გაზეთ ლე მონდში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზარდარიმ თქვა, რომ კოალიცია მარცხდება ტალიბანთან ომში.
XS
SM
MD
LG