Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აწყურში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა


ბორჯომისა და აბასთუმნის ტყის მასივებში ხანძარი საბოლოოდ ლოკალიზებულია. სოფელ აწყურში კი, ახალი კერები გაჩნდა - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყება. მისივე ცნობით, რეგიონში კვლავ მობილიზებულია საჰაერო ტექნიკა, გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო სააგენტოს სპეციალისტები კი, მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ. ხანძრის რაიონში იმყოფებიან საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის მაშველებიც.
XS
SM
MD
LG