ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა ყირგიზეთის უშიშროების ძალების მიერ ეთნიკური უზბეკების უფლებების დრაღვევას, ივნისში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. ამ საკითხზე ოტუნბაევამ საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი აღიარება მოჰყვა უფლებადამცავი ორგანიზაციების და გაეროს მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ მიმართული ზომების გამო. ოტუნბაევამ დაადასტურა ბრალდებები და უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა მოიყვანა - მათ შორის გახმაურებული ინციდენტი, როცა ყირგიზეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ორი ეთნიკური უზბეკი მოკლეს სამხრეთში მდებარე სოფელ ნარიმანში ჩატარებული ოპერაციის დროს.
ყველაზე პოპულარული
1