Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ბიშკეკში მიმავალი დემონსტრანტების შესაჩერებლად


ყირგიზეთში ცრემლმდენი გაზი და გამაბრუებელი ყუმბარები გამოიყენეს ბიშკეშკში საპროტესტო დემონსტრაციაზე მიმავალი ასობით ადამიანის შესაჩერებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს დემონსტრაციაზე მიმავალთა დასაშლელად ავტოტრასაზე, ბიშკეკის აღმოსავლეთით 15-მდე კილომეტრში. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, კენეშბეკ დუშებაევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, არმიამ ზომებს მიმართა მიღებული ინფორმაციის გამო, რომ ზოგი დემონსტრანტი შეიარაღებული იყო და შესაძლოა, დროებითი მთავრობის დამხობა ეცადა. ბიშკეკში კი პარლამენტის შენობასთან ჩატარდა დემონსტრაცია, რომელზეც მხარდაჭერა გამოხატეს რეგიონული ლიდერის, ემიგრაციიდან დაბრუნებული ურმატ ბარიკტობასოვის მიმართ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: ბიშკეკში მიმავალი დემონსტრანტებისთვის გზის გახსნა, ბარიკტობასოვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა.
XS
SM
MD
LG