Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში აღინიშნა ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების 65-ე წლისთავი


აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დღეს პირველად მონაწილეობდნენ ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დღის გასახსენებელ ყოველწლიურ ღონისძიებაში. ჰიროსიმა იყო პირველი ადგილი, სადაც ადამიანის წინააღმდეგ ატომური იარაღი იყო გამოყენებული. აშშ-ის ელჩი იაპონიაში ჯონ რუსი დაესწრო დღეს იაპონიის დასავლეთში მდებარე ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რაც მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისადმი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდაჭერის ილუსტრაციად ჩაითვალა. ჰიროსიმაში გამართულ ცერემონიას დაესწრნენ 75 ქვეყნის წარმომადგენლები და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ადგილობრივი დროით ზუსტად 8:15-ზე, ზუსტად იმ დროს, როცა 65 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავიდან ჩამოგდებული ატომური ბომბი ჰიროსიმის თავზე აფეთქდა, ჩამოჰკრა ჰიროსიმის ”მშვიდობის ზარმა”. აფეთქებისთანავე და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე 140 ათასი ადამიანი დაიღუპა. სამი დღის შემდეგ, აშშ-მა მეორე ატომური ბომბი ააფეთქა იაპონიის მეორე ქალაქის - ნაგასაკის თავზე, რასაც 6 დღეში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დანებება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG