Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ტერორიზმის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ტერორიზმზე, სადაც 2009 წლის მდგომარეობაა ასახული. ყურადღებას იქცევს ის, რომ გაიზარდა ტერორისტების მიერ აშშ მოქალაქეების დაქირავების შემთხვევები. აღნიშნულია აგრეთვე, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის კოორდინატორმა დანიელ ბენჯამინმა ანგარიშის წარმოდგენისას განაცხადა: ”გასულ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შევიტყვეთ - მოსაზრება, რომ ამერიკელებს განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვთ ალ ყაიდის იდეოლოგიის მიმართ, გაქარწყლდა. ამასთან, ჩვენთან ზოგადად რადიკალიზაციის პრობლემა მნიშვნელოვნად სუსტია, ვიდრე დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა გვაჩვენებს, რომ კვლავაც ფხიზლად უნდა ვიყოთ”.
XS
SM
MD
LG