Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას ჰააგის სასამართლო 13 სექტემბერს დაიწყებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ აგვისტოს ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ განაჩენს საერთაშორისო სასამართლოები არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველო ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას ცდილობს, რათა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა დაფიქსირდეს. ბაქრაძის თქმით, ეს ხანმოკლე და მარტივი პროცესი არ არის, რადგან რუსეთი ყველა რესურსს და გავლენის ყველა ფორმას იყენებს, რათა თავიდან აიცილოს გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას ჰააგის სასამართლო 13 სექტემბერს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG