Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაიღუპნენ 12 სამოქალაქო პირი და ნატოს ერთი ჯარისკაცი


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაღუპულია 12 სამოქალაქო პირი და ნატოს ერთი წარმომადგენელი. ნატოს არ დაუკონკრეტებია დაღუპული ჯარისკაცის ეროვნება ან სხვა დეტალები. პროვინცია კუნარის პოლიციის უფროსმა ხალილულა ზაიიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს ბარ კუნარის ოლქში დისტანციური მართვის ბომბის აფეთქების შედეგად ცხრა სამოქალაქო პირი დაიღუპა. ნატოს ცნობით კი, მეორე აფეთქებამ, რომელიც ხუთშაბათსვე მოხდა პროვინცია ღაზნის ყარაბაღის ოლქში, სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG