Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ადვოკატი ნორვეგიას აფარებს თავს


ირანელი ადვოკატი მუჰამედ მოსტაფაზი ნორვეგიას აფარებს თავს. მან აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის ხელისუფლებამ მასზე დევნა გამოაცხადა. კვირას, ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ნორვეგიაში თავის ქალიშვილსა და მეუღლეს იხილავს, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ ირანში დააპატიმრეს: ”უკანასკნელი წლების განმავლობაში 18 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე. მე იმ 13 ადამიანს ვიცავდი, რომლებსაც ბრალი ღალატში ედებოდათ და 10 მათგანი ჩაქოლვისაგან ვიხსენი. როდესაც ირანის ხელისუფლებამ ვერ დამაპატიმრა ხელთ ჩემი ცოლი და ცოლის ძმა ჩაიგდეს. ირანის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ დავანახო მსოფლიოს ირანელი მოსამართლეების უკანონო ქმედებები, როლებიც მხოლოდ მათ პირად მოსაზრებებზეა დაფუძნებული”, - აცხადებს ადვოკატი. მოსტაფაზი იმ ირანელ ქალბატონს იცავდა, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ცოლ-ქმრული ღალატისათვის ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. ადვოკატის წყალობით აღნიშნული საქმე საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგნად იქცა; არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და დასავლურმა ქვეყნებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს აღნიშნული განაჩენი დაუყოვნებლივ შეეცვალა.

XS
SM
MD
LG