ყაზახეთის ჩრდილოეთში, აკმოლინის ოლქში მდებარე საერთო რეჟიმის კოლონიაში ბუნტის ჩახშობისას, დაზუსტებული ინფორმაციით, ორი პატიმარი მოკლეს და 80-ზე მეტი დაიჭრა. ”ინტერფაქსი” ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კოლონიის შტურმისას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. ბუნტის ჩასახშობად სამხედროებმა ხელკეტები, ფარები და მანათობელ-მხრჩოლავი ხელყუმბარები გამოიყენეს. მღელვარება კოლონიაში 9 აგვისტოს დაიწყო. სამხედროები განაგრძობენ მიმდებარე სოფელში მდებარე სახლების შემოწმებას გაქცეული პატიმრების აღმოსაჩენად.
ყველაზე პოპულარული
1