ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 83 მილიონი დოლარი გამოყო. ამერიკისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმებით, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და 90-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
დღეს გორში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 83 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა საერთო პროექტების განსახორციელებლად დამატებით 24 მილიონ დოლარს დახარჯავს.
ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა აგრძელებს საქართველოს დახმარებას და პრიორიტეტი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და რეგიონებია.
ამერიკისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმება ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარებისა და სოფლის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. აგრეთვე ტექნიკური დახმარების გაწევით მებაღეობის, მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ამერიკის მთავრობის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომით დაზარალებული რეგიონებისთვის.
გამოყოფილი თანხის ნაწილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც მოხმარდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, საქართველოში დევნილთა ჩასახლების 200-ზე მეტ კოლექტიურ ცენტრს ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ფინანსური დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 5 მუნიციპალიტეტსაც მოხმარდება, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოხდება. რეგიონული განვითარების მინისტრის რამაზ ნიკოლეიშვილის თქმით, გორისა და ქარელის რაიონებში საირიგაციო სისტემები მოწესრიგდება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამერიკული დახმარებით ერთი წლის განმავლობაში როგორც დევნილთა საცხოვრებელი პირობების, ისე დაზიანებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. დღეს გორის რაიონისთვის ყველაზე დიდ პრობლემად სარწყავი წყლის დეფიციტი ითვლება, ამიტომ ფინანსური დახმარების ნაწილი საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაზეც დაიხარჯება.