Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი: გვალვამ მარცვლეულის მოსავლის სამი მეოთხედი გაანადგურა


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, გვალვამ მარცვლეულის მოსავლის სამი მეოთხედი გაანადგურა. მედვედევმა სამხრეთ რუსეთში გლეხებისა და მარცვლეულით მოვაჭრეებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გაერთიანდეს „გვალვის შედეგებთან საბრძოლველად და ბაზრის სტაბილიზაციაზე იფიქროს“. რამდენიმე დღის წინ რუსეთში მიიღეს გადაწყვეტილება, 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, თუმცა, მედვედევმა დღეს გამოაცხადა, რომ აკრძალვა შესაძლოა, უფრო ადრე გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG