Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და სამხრეთი კორეა 16 აგვისტოს იწყებენ მსხვილ სამხედრო-საზღვაო წვრთნას


შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთმა კორეამ განაცხადეს, რომ 16 აგვისტოს იწყებენ მსხვილ სამხედრო-საზღვაო წვრთნას. როგორც იტყობინებიან, წვრთნის მიზანია „ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მისწრაფებების შეჩერება“. როგორც სეულში განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების წარმომადგენელმა, ათდღიან მანევრებში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ამასთან, სამეთაურო-საშტაბო მეცადინეობაში კომპიუტერული კავშირის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში განლაგებული სამხედროები. სამხრეთ კორეის მხრიდან მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 56 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG