Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში ძალადობას 18 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში ძალადობას ემსხვერპლა 18 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტების რიცხვი გაიზარდა მუსულმანთა წმინდა თვის, რამადანის დაწყების შემდეგ. კვირას დილით სამი სუნიტი მუსულმანი იქნა მოკლული ცეცხსასროლი იარაღით პროვინცია ბაბილში. კიდევ სამი დაიღუპა და 11 დაიჭრა ბაღდადში ნაღმის აფეთქების შედეგად. შაბათს ექვსი პოლიციელი დაიღუპა მოსულში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად. ძალადობის შემთხვევები აღინიშნა სხვა რეგიონებშიც.
XS
SM
MD
LG