Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი” ყირგიზეთში მომხდარი ძალადობის გამოძიებას ითხოვს


”ჰიუმან რაიტს უოჩი” აცხადებს, რომ ივნისში მომხდარი ძალადობისას ყირგიზეთის სამხრეთში უზბეკებზე თავდასხმებს ყირგიზეთის სამთავრობო ძალებმა შეუწყეს ხელი. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყირგიზეთის მთავრობა გაკრიტიკებულია იმის გამოც, რომ ის არ ავლენს ივნისის დაპირისპირების მიზეზების გამოძიების ნებას. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” თანახმად, მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიებაში დარღვევები აღინიშნება. ანგარიშის ავტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უშიშროების ძალები რიგ შემთხვევაში პრობლემის ნაწილად იქცა და არა მშველელად. გამოძიების შესახებ კი თქვა: ”იყო თვითნებურად დაკავების მრავალი შემთხვევა. ვიცით, რომ დაკავებულებს ხშირად ცუდად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ. ამასთან, საკმაოდ სერიოზული შეკითხვები გვაქვს გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით”. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მოუწოდებს სწრაფად განალაგოს მცირე საპოლიციო ჯგუფი სამხრეთ ყირგიზეთში. ორგანიზაცია მოუწოდებს აგრეთვე გაეროს მხარი დაუჭიროს ყირგიზეთში ძალადობის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG