Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია მისი თანაშემწის განცხადებამ


რუსეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია მისი თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს ამასწინანდელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ კრემლი მზად არის გამოაქვეყნოს ჩანაწერი სხდომისა, რომელზეც ბელორუსიის პრეზიდენტმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პირობა დადო - ეს ინფორმაცია სააგენტო რეგნუმმა მედვედევის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროს ცნობით, პრიხოდკოს განცხადება მისი პირადი ინიციატივა იყო და რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა. თავის მხრივ, სააგენტო იტარ-ტასმა ასევე კრემლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრიხოდკოს განცხადება პრეზიდენტ მედვედევის უშუალო მითითება იყო.
XS
SM
MD
LG