Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ გაეროს გაუგზავნა განცხადება, რომელშიც რუსეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს


საქართველომ გაეროს გაუგზავნა განცხადება, რომელშიც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გაეროს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროში მისმა მუდმივმა წარმომადგენელმა გადასცა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, რუსი სამხედროები და მოსკოვის მიერ მართული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული ფორმირებები განაგრძობენ ძარცვას, ადამიანების გატაცებას, ისტორიული ძეგლების განადგურებას, იძულებით პასპორტიზაციას და სამოქალაქო მოსახლეობასა და პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზებას.
XS
SM
MD
LG